ბათუმის 8 კოვიდკლინიკაში 550-მდე პაციენტი იმყოფება. კოვიდკარანტინში კი 578-ი. კოვიდკარანტინში მყოფი პირების ჯანმთელობის მდგომარეობა უსიმპტომოა და მათზე ექიმების მეთვალყურეობა მიმდინარეობს. აჭარაში 24 საათის განმავლობაში კორონავირუსი 137 პირს დაუდასტურდა.
აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილე ნონა ეფაძის განცხადებით, საჭიროების შემთხვევაში საწოლფონდები გაიზრდება. ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კი კორნავირუსით ინფიცირებული 160 პაციენტიდან 21 რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.
როგორც ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმი გია კიკაბიძე ჟურნალისტებთან საუბრისას აცხადებს, 21 -დან ოთხის მდგომარეობა მძიმეა. მისი ინფორმაციით, ხუთ პაციენტს ჟანგბადი მუდმივად მიეწოდება. რეგიონში გაიზარდა ინფიცირებული ორსული პაციენტების რიცხვიც და ამ ეტპაზე მათი რაოდენობა 21-ს შეადგენს.