მიმდინარე წლის, იანვარ-აგვისტოში აჭარას ყველა ადმინიტრაციული საზღვრის გავლით მილიონ 21 ათას 996 უცხოელი ვიზიტორი სტუმრობდა. აქედან, ნახევარ მილიონზე მეტი ვიზიტორი რეგიონს მხოლოდ ზაფხულის ტურისტულ სეზონზე ეწვია, რაც 25%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ პერიოდს. აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ცნობით, ვიზიტორების რაოდენობა გაზრდილია პოპულარულ ტურისტულ ადგილებში, მათ შორის ბათუმის ბოტანიკურ ბაღსა და დელფინარიუმში.