გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ტყითსარგებლობის უკანონო ფაქტები გამოავლინეს.
ხელვაჩაურისა და შუახევის მუნიციპალიტეტებში მოქალაქეებმა 13 ერთეული კაკლისა და 101 ერთეული წიწვოვანი სახეობის ხე-ტყის შესაბამისი დოკუმენტაციის გარეშე მოახდინეს. აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა კი შუახევის მუნიციპალიტეტში 2 ერთეული დაურეგისტრირებელი სახერხი საამქრო გამოავლინეს.
მომხდარზე გამოძიება ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის -ს 303-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.