აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, რეგიონში ტურისტული სეზონი 15 ივნისს ოფიციალურად გაიხსნება.
როგორც მან მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, სახმელეთო საზღვრების გახსნა, რეგიონში ტურიზმის აღდგენას სწრაფად მოახდენს. რიჟვაძემ ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებს სთხოვა მაქსმალური სიფრთხილით და ეპიდემიოლოგების რეკომენდაციების გათვალისწინებით იმოქმედონ, რათა ეპიდემიოლოგიური ვითარება ქვეყანაში არ გართულდეს