აჭარაში წითელას ვირუსის რვა საეჭვო შემთხვევა ფიქსირდება. ამ ეტაპზე, ორი პაციენტი ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობს, დანარჩენები კი ბინაზე. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, წითელას ვირუსით ძირითადად 20 წლის ზემოთ ასაკის მოქალაქეებში დაინფიცირდნენ. ორი შემთხვევა ქობულეთში, ერთი კი ხულოში დაფიქსირდა. ექიმები ამბობენ რომ რამდენიმე დღის წინ, ქობულეთის კლინიკაში წითელას ვირუსის სიმპტომებით 2 წლის ბავშვი მიიყვანეს. პატარას გეგმიური აცრა გაკეთებული არ ჰქონდა. პაციენტი სამედიცინო დაწესებულებაში მოათავსეს, ამ ეტაპზე კი მკურნალობის კურსს სახლში აგრძელებს. ჯანდაცვის ორგანიზაციები მუნიციპალიტეტებსა და ქალაქში მოქალაქეებს მოუწოდებენ, აცრის სტატუსი შეამოწმონ და გაიკეთონ აცრა. რისკ-ჯგუფში არიან 15-დან 40 წლამდე ასაკის ადამიანები. ვაქცინაცია უფასოა.