აჭარაში, შავი ზღვის სანაპიროზე 4-დან 5 ბალამდე შტორმი ფიქსირდება. როგორც სინოპტიკოსებმა განაცხადეს, შავ ზღვაში საშტორმო მდგომარეობა დღის ბოლომდე შენარჩუნდება. მათივე ინფორმაციით, ხვალ აჭარაში გამოიდარებს და მზიანი ამინდი დაფიქსირდება. რაც შეეხება ზღვაში გამსვლელ არხებს. როგორც შპს "ბათუმის წყალში" განაცხადეს, სანაპირისთან შემავალი არხების გაწმენდით სამუშაოებს ბათუმის მერიის მძიმე ტექნიკა ახორციელებს. ამ დროისათვის ბათუმში წვიმს, ხოლო მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში თოვს.