აჭარაში საპატრულო ეკიპაჟი დაზიანებული ავტომობილების შესაკეთებლად თანხას საკუთარი ჯიბიდან იხდის, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აჭარის ორგანიზაციის წევრმა გია ხალვაშმა გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ხალვაშმა კრიმინალური და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟების დაზიანებული ავტომობილების ფოტო-მასალა წარმოადგინა და განმარტაა, რომ მათი ავტომობილების შესაკეთებლად ხშირად მოძველებულ დეტალებს იყენებენ, თუმცა კონკრეტული პირები დოკუმენტაციაში უთითებენ, რომ ავტომობილები ახალი დეტალებით შეკეთდა. ოპოზიციის წევრი ეჭვობს, რომ აღნიშნული კორუფციის ეჭვებს ბადებს.გია ხალვაში აუდიტის სამსახურს ფაქტის შესწავლისკენ მოუწოდებს.