სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების 122 შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაციას სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, რეგიონის ექვს კოვიდცენტრში 215 კოვიდინფიცირებული პაციენტი აგრძელებს მკურნალობას. მათგან 14 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. რუხის კლინიკაში იმყოფება 74 კოვიდდადასტურებული პაციენტი, მათ შორის შვიდი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 72 კოვიდინფიცირებული პაციენტი. რეგიონის საკარანტინე სივრცეებში იმყოფება 30 ადამიანი“, – აღნიშნულია სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციაში.