შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის 2, ხოლო საპატრულო პოლიციის აჭარის მთავარი სამმართველოს 1 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა.
უწყების ინფომაციით, ტესტების პასუხები 12-13 სექტემბერს გახდა ცნობული. ინფიცირებულებთან უშუალოდ კონტაქტში მყოფი პირები დაკვივების ქვეშ არიან გადაყვანილები. რაც შეეხება ზოგად სტატისტიკას აჭარაში ბოლო 24 საათში ინფიციების 109 შემთხვევა დადასტურდა.
ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოთავსებული 147 პაციენტიდან 8 რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. როგორც ექიმი გიორგი კიკაბიძე აცხადებს, ოთხი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. მისი თქმით, საკარანტინო ზონაში მყოფი რამდენიმე პაციენტის გამოჯანმრთელებას ელოდებიან და მათ შესაძლოა, საკარანტო სივრცე დღეს დატოვონ.