უჩხოს კანიონი ტურისტების მისაღებად მზადაა. აჭარაში პირველი კანიონი გიდებმა და მოლაშქრეებმა ინსტრუქტორებთან ერთად დალაშქრეს. ექსტრემისა და ადრენალინის მოყვარულები 12 კასკადოვან ჩანჩქერზე თოკებით დაეშვნენ, რომელთაგან ყველაზე მაღალი 30 მეტრია. უჩხოს ხეობის კილომეტრნახევრიანი კანიონი ულამაზეს ტყეში გადის და მის დალაშქვრას საშუალოდ 4-5 საათი სჭირდება.
კანიონი აჭარაში ახალი ტურისტული პროდუქტია, რომელიც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ ENPARD-ის საგრანტო პროექტის ფარგლებში განახორციელა. ტურისტული სერვისის შეკვეთა მსურველებს აჭარის ტურისტულ საინფორმაციო ცენტრებში შეუძლიათ.
უჩხოს ხეობა ზღვის დონიდან ათას მეტრზე, ხულოს მუნიციპალიტეტში მდებარეობს. ის ბათუმიდან საშუალოდ 2 საათიდან - 3 საათამდე სავალ ნაწილზეა.