აჭარაში კორონავირუსისგან საერთო ჯამში 6106 პირი გამოჯანმრთელდა. როგორც აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ აჭარის კოვიდ კლინიკებში 641 პაციენტი მკურნალობს, ხოლო მართვით სუნთქვაზე 12 პაციენტი იმყოფება.
გასული 24 საათის განმავლობაში აჭარაში გამოჯანმრთელდა 181 კოვიდ დადებითი პაციენტი. დადასტურდა კორონავირუსით ინფიცირების 487 ახალი შემთხვევა. 80 მძიმე პაციენტიდან ხელოვნური სუნთვის აპარატზე 12 იმყოფება.