აჭარაში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, იგი ე.წ.ქობულეთის კლასტერს უკავშირდება. აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, ნინო ნიჟარაძის განცხადებით, ინფიცირებული ქობულეთში თვითიზოლაციაში იმყოფებოდა.
რაც შეეხება ზოგადად აჭარაში არსებულ ეპიდვითარებას, ნიჟარაძის თქმით, კორონავირუსით ინფიცირებულია 38 პირი, რომელიც კლინიკა "მედალფაში" მკურნალობს. აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, რეგიონში ამ ეტაპზე მდგომარეობა კონტროლირებადია.