აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ნინო ნიჟარაძემ ოფიციალურად დაადასტურა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს ექთანი კორონავირუსით დაინფიცირდა. მისი განცხადებით, ექთანი კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტისგან დაინფიცირდა.
აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის ცნობით, პირველადი ეპიდკვლევა არის დასრულებული და მოძიებულია ყველა კონტაქტი.
ცნობისთვის, აჭარაში კორონავირუსით 8 ადამიანია დაინფიცირებული.