აჭარაში გამკაცრდება მონიტორინგი ნიღბის ტარებასა და დისტანციის დაცვაზე, როგორც ტრანსპორტში, ასევე დახურულ სივრცეში - Palitra News

აჭარაში გამკაცრდება მონიტორინგი ნიღბის ტარებასა და დისტანციის დაცვაზე, როგორც ტრანსპორტში, ასევე დახურულ სივრცეში

2020-09-16 16:01:40+04:00

აჭარაში გამკაცრდება მონიტორინგი ნიღბის ტარებასა და დისტანციის დაცვაზე, როგორც ტრანსპორტში, ასევე დახურულ სივრცეში. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. მინისტრის თქმით, აჭარაში ინფიცირებულთა ინციდენტობა აღემატება 14 ნიშნულს, რაც რეგიონში ინფექციის გავრცელების პროცესს საყურადღებოს ხდის.

ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, ასევე გადამოწმდება სატრანსპორტო ნაკადების მართვაზე პასუხისმგებელი სუბიექტები და კომპანიები.