2019 წელს აჭარაში აგროსერვისისა და ლოგისტიკის ცენტრები გაიხსნება. როგორც პროექტის ავტორები აცხადებენ, სერვისები ადგილობრივ ფერმერებს საკუთარი ხილისა და ბოსტნეულის რეალიზებაში დაეხმარება.გამოცემა East Fruit-ის ცნობით, რეგიონის 5 მუნიციპალიტეტში - ხულოში, ქედაში, შუახევში, ქობულეთსა და ხელვაჩაურში თითო აგრომომსახურების ცენტრი იმუშავებს, სადაც ფერმერებს საკუთარი ხილისა და ბოსტნეულის გაყიდვა შეეძლებათ.თითოეულ ცენტრში იქნება საწყობები, სამაცივრე მეურნეობები, ასევე პროდუქციის დახარისხებისა და შეფუთვის განკუთვნილი შესაბამისი ტექნოლოგიები.