აჭარაში 53 წლის ქალი "ა" ტიპის ვირუსით გარდაიცვალა. როგორც ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში განაცხადეს, 53 წლის ქალი რამდენიმე დღის განმავლობაში რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. ექიმების ინფორმაციით, ვირუსის დამატებითი კვლევისთვის მონაცემები ლაბორატორიაშია გადაგზავნილი. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მონაცემებით ამ დროისათვის აჭარაში გრიპის H 1 N 1 ვირუსის სამი ლაბორატორიული შე თხვევა დაფიქსირდა. უწყება მოსახლეობას, მოუწოდებს რომ გრიპის პირველივე ნიშნების გამოვლენისთანავე ექიმს დაუყოვნებლივ მიმართონ. ვირუსებთან დაკავშირებით კომენატრი ჯანდაცვის მინისტრმა დავი სერგეენკომაც გააკეთა. მინისტრი მოქალაქეებს მოუწოდებს გრიპის უმნიშვნელო სიმპტომების აღმოჩენის შემთხვევაშიც კი ოჯახის ექიმს მიმართონ.