აჭარაში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს. ღონისძიებას პოლონეთის ქვემო სილეზიის რეგიონული სეიმიკის წევრები და სეიმიკის თავმჯდომარე ესწრებოდნენ, რომლებიც აჭარაში რუსეთ-საქართველოს ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით იმყოფებიან. ასევე, სკვერში იმყოფებოდნენ ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები.აჭარის მთავრობის თავჯდომარემ სიტყვით გამოსვლისას 10 წლის წინ მომხდარი ტრაგედია გაიხსენა და დაღუპული გმირების ხსოვნის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.