სოზარ სუბარი სიცრუეს უწოდებს ინფორმაციას, რომ შესაძლოა შს მინისტრმა თანამდებობა დატოვოს, მიხეილ ჯანელიძე კი სალომე ზურაბიშვილმა ჩაანაცვლოს. როგორც ლტოლვილთა მინისტრმა ჟურნალისტებს მთავრობაში მოსალოდნელი საკადრო ცვლილებების საკითხზე კომენტირებისას განუცხადა, მთავრობაში იგეგმება ერთადერთი საკადრო ცვლილება, ისიც იმ შემთხვევაში, თუკი საბოლოოდ გადაწყდა, რომ კახი კალაძე თბილისის მერობის კანდიდატი იქნება. სოზარ სუბარის თქმით, სხვა რაიმე საკადრო გადაადგილება დღის წესრიგში არ დგას.