„ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ ყველაფერი, რაც გვჭირდება, მინიმუმ, მარცვლეული მაინც, საქართველოში უნდა იწარმოებოდეს“,- ასე ეხმაურება მეფრინველეობის განვითარების ასოციაციის თავმჯდომარე რუსეთის მიერ მარცვეულის ექსპორტზე დაწესებულ კვოტებსა და გაზრდილ საბაჟო გადასახადს.
როგორც ის „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნავს, ქართველი ფერმერების უმრავლესობას გარკვეული რაოდენობის მარაგები წინასწარ აქვს შევსებული და ქათმის პროდუქცია ამის გამო მყისიერად არ გაძვირდება. თუმცა, საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში, ეს ფასების მომატებას მაინც გამოიწვევს.
შეგახსენებთ, რომ რუსეთი 15 თებერვლიდან 30 ივნისის ჩათვლით ხორბლის, ჭვავის, ქერისა და სიმინდის ექსპორტზე კვოტის შემოღებას გეგმავს. კვოტირება შეეხება 17 მილიონ 500 ათას ტონა მარცვლეულს. ახალი წესის მიხედვით, ერთ ტონა მარცვეულზე გადასახადი იქნება 25 ევრო, კვოტის მიღმა გადასახადი კი, საბაჟო ღირებულების 50%, მაგრამ არანაკლებ 100 ევრო ტონაზე.