მიუხედავად იმისა, რომ ეს ქათამი გარეგნულად აბსოლუტურად თეთრი ჩანს, სინამდვილეში შავია. ეს უბრალოდ ასეთი ჯიშია Silkie (აბრეშუმა). მას შავი კანი, ძვლები და მონაცრისფრო-შავი ხორცი აქვს. ეუმელანინი, რომელიც, ჩვეულებრივ გარე საფარში (ხერხემლიანებთან თმაში, ბუმბულში, ქერცლში , ან ნაყოფის კანში) გვხვდება, ამ შემთხვევაში შემაერთებელ ქსოვილებშია თავმოყრილი. ამ ქათამს ლურჯი ბიბილო, ფეხზე კი ხუთი თითი აქვს (ჩვეულებრივ ქათმებს 4 აქვთ). ბუმბული ძალიან ფუმფულა და აბრეშუმივით რბილი აქვს - ამიტომაც ეძახიან სილქის ანუ აბრეშუმას.