აბორტი საქართველოში შესაძლოა, აიკრძალოს და სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას დაექვემდებაროს. ამის შესახებ საკანონმდებლო წინადადება პარლამენტის წევრს ალექსანდრე ერქვანიას ეკუთვნის.
როგორც პროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, ორსულობის ნებაყოფლობითი შეწყვეტა ნებადართული ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ორსულობის გაგრძელება საფრთხეს უქმნის ქალის სიცოცხლეს. საკანონმდებლო ინიციატივის თანახმად, ორსულობის შეწყვეტა უნდა მოხდეს სათანადო უფლების მქონე სამედიცინო დაწესებულებაში, სერტიფიცირებული ექიმის მიერ.
ყველა სხვა შემთხვევაში კი ორსულობის ნებაყოფლობითი შეწყვეტა იკრძალება და აღნიშნული ქმედება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობით დასჯადი ხდება.