2020 წლის პირველი კვარტალში სტრიმინგ სერვისის კომპანია Netflix-ის მოგება რეკორდულ მაჩვენებლამდე გაიზარდა და 709 მილიონი დოლარი შეადგინა. ამის შესახებ კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.ამავე ინფორმაციის თანახმად ერთ აქციაზე მოგებამ დოლარი და 57 ცენტი მთლიანმა შემოსავალმა კი 5 მილიარდ 770 მილიონი დოლარი შეადგინა. ამასთან, საანგარიშო პერიოდში კომპანიას 15 მილიონ 800 ათასი აბონენტი დაემატა.
Netflix-ში ამბობენ, რომ მეორე კვარტალში გამომწერების რაოდენობის 7 მილიონ 500 ათასით ზრდას ელოდებიან. თუმცა, პროგნოზირებენ, რომ საყოველთაო კარანტინის შემდეგ შეუმცირდებათ გამომწერები და შესაბამისად, წმინდა მოგებაც დაიკლებს.