აბიტურიენტთა ნაშრომების გასწორებამდე პასუხების ფურცელი რამდენიმე დღით კარანტინში მოთავსდება.
შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, სოფიო გორგოძის განცხადებით, ნაშრომების გასწორება გამოცდის დასრულებიდან 3-4 დღის შემდეგ დაიწყება.
მისივე თქმით, აბიტურიენტთა გულშემატკივრებს შორის დისტანციის დასაცავად ხვალიდან პერსონალის მობილიზება მოხდება. გორგოძემ დაადასტურა რომ მოწოდებების მიუხედავად საგამოცდო ცენტრებთან გარე პერიმეტრზე გულშემატკივრების თავყრილობა მაინც შენიშნებოდა.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი დამატებითი პროცედურა იყო: დისტანცირება, თერმოსკრინინგი, ხელის დეზინფექცია, საგამოცდო ცენტრების 90 პროცენტში ერთ საათზე ნაკლებ დროში მოხდა რეგისტრაციის დასრულება.