აბიტურიენტს პირბადის მოხსნა შეეძლება, ხოლო თუ ტემპერატურა 30 გრადუსამდე მიაღწევს, შესაძლებელი იქნება კონდიციონერის ჩართვა - პრემიერი - Palitra News

აბიტურიენტს პირბადის მოხსნა შეეძლება, ხოლო თუ ტემპერატურა 30 გრადუსამდე მიაღწევს, შესაძლებელი იქნება კონდიციონერის ჩართვა - პრემიერი

2020-07-02 11:59:34+04:00

აბიტურიენტს, რომელიც აუცილებლად პირბადით უნდა მივიდეს საგამოცდო ადგილზე, დაჯდეს მერხთან, რომელიც უზრუნველყოფილი იქნება დეზობარიერით გამოცდის ჩაბარების პერიოდში, ექნება შესაძლებლობა, რომ პირბადე მოიხსნას, რადგან იქ დისტანცია იქნება დაცული, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა.

ამასთან, როგორც პრემიერმა აღნიშნა, იმ შემთხვევაში, თუ საგამოცდო ოთახში ტემპერატურა მიაღწევს 30 გრადუსს, შესაძლებელი იქნება კონდიციონერის ჩართვა.