სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა, ქრთამის აღებისა და ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე ორი პირი დააკავეს. დაკავებულებს შორის ერთ-ერთი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტია. გამოძიებით დადგინდა, რომ მან, ერთი მოქალაქის დახმარებით, სამედიცინო უნივერსიტეტში აბიტურიენტის ჩარიცხვისთვის საჭირო გასაუბრების წარმატებით გასავლელად, მოქალაქეს ქრთამის სახით გამოართვა 1000 დოლარი. გამოძიება ქრთამის აღებისა და ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.