დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, აბიტურიენტს, რომელსაც კოვიდ 19-ისთვის დამახასიათებელი სიმპტომები აღენიშნება და მას ჩატარებული PCR ტესტით ვირუსი არ ექნება დადასტურებული, ამ შემთხვევაში გამოცდის ჩაბარებას სპეციალურ პირობებში შეძლებს.
როგორც მან განმარტა, ამ შემთხვევაში აბიტურიენტს იზოლირებულ ოთახში, შესაბამისი ბარიერებით მოუწევს გამოცდის ჩაბარება, რომ ყველა მოულოდნელობა გამოირიცხოს. იმ შემთხვევაში თუ აბიტურიენტს გამოცდაზე შესვლამდე თერმოსკრინინგის დროს ტემპერატურა დაუფიქსირდება, მას საშუალება ექნება ტემპერატურა კლასიკური, ვერცხლისწყლის თერმომეტრით გადაამოწმოს.
გამყრელიძის თქმით, გამოცდა გარკვეულ სტრესთან არის დაკავშირებული და შესაძლოა სტრესის გამო ტემპერატურის მომატება მოხდეს.