აბიტურიენტი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, ინგლისური ენის გამოცდას დღეს კლინიკაში მოწყობილ საგამოცდო სივრცეში ჩააბარებს. ანა ონიანს, რომელსაც რამდენიმე დღის წინ ვირუსი დაუდგინდა, პალიტრანიუსს ესაუბრა. ის მხარდაჭერისთვის ყველას მადლობას უხდის.
ცნობისთვის, კორონავირუსი აბიტურიენტს 7 ივლისს დაუდასტურდა. თავდაპირველად ანა ონიანს ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის საშუალება არ ჰქონდა, თუმცა მოგვიანებით, განათლების სამინისტრომ პალატაში მისთვის საგამოცდო პროცესის მოწყობის გადაწყვეტილება მიიღო.