ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის დარეგისტრირებულ აბიტურიენტებს საგამოცდო საგნის შეცვლა, წაშლა, დამატება ან შემოქმედებითი ტურის არჩევა დღეს 18:00 საათამდე შეეძლებათ.
შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ამ ვადის ამოწურვის შემდეგ აბიტურიენტებს ცვლილებების შეტანის შესაძლებლობა მხოლოდ საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში ექნებათ.ამასთან, 18:00 საათამდე ექნებათ ტესტის ტიპის შეცვლის საშუალება საერთო სამაგისტრო გამოცდაში მონაწილე კანდიდატებსაც.
შეგახსენებთ, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია წელსაც რამდენიმე ეტაპად ტარდება. მესამე ეტაპი აპელაციის შედეგების გამოქვეყნების მომდევნო დღეს დასრულდება და ამის შემდეგ აბიტურიენტები განაცხადში ცვლილებებს ვეღარ შეიტანენ.