აბიტურიენტებს, რომლებიც ცხელების გამო საგამოცდო ცენტრებიდან მოიხსნენ, თუმცა კორონავირუსი არ დაუდასტურდებათ, გამოცდაში მონაწილეობის უფლება მიეცათ. შესაბამისი ბრძანება განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გამოსცა.
ცვლილების თანახმად, აბიტურიენტები შესაბამის გამოცდაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიშვებიან, თუ გამოცდა ტარდება რამდენიმე დღეს/რამდენიმე სესიად და ამ პირთა დაშვება ტექნიკურად შესაძლებელია. ბრძანება ძალაში უკვე შესულია.
შეგახსენებთ, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდები 6 ივლისს დაიწყო. მაღალ ტემპერატურის დაფიქსირების გამო რამდენიმე აბიტურიენტს გამოცდებში მონაწილეობის უფლება არ მისცეს.