აბიტურიენტებს, რომლებიც კორონავირუსით ინფიცირების გამო ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ვერ გამოცხადდნენ, გამოცდების ჩაბარება 21 ივლისიდან შეეძლებათ - Palitra News

აბიტურიენტებს, რომლებიც კორონავირუსით ინფიცირების გამო ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ვერ გამოცხადდნენ, გამოცდების ჩაბარება 21 ივლისიდან შეეძლებათ

2021-07-20 11:01:12+04:00

ერთიანი ეროვნული გამოცდების ძირითადი სესიები დასრულდა. 21 ივლისიდან დამატებითი სესიების ჩატარება დაიწყება.

დამატებითი საგამოცდო სესიები დანიშნულია იმ აბიტურიენტებისათვის, რომლებსაც კოვიდინფექცია დაუდასტურდათ და ამის გამო ვერ შეძლეს გამოცდაზე გასვლა.

საგამოცდო პროცესს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის სოფიო გოგროძის ინფორმაციით, ამ დროის მონაცემებით, ყველაზე კარგი დასწრება იყო ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე, ყველაზე ნაკლები არასავალდებულო გამოცდაზე. რაც შეეხება გამოცდიდან მოხსნის შემთხვევას, ასეთი იყო მხოლოდ ორი ფაქტი.

შედეგების გამოცხადება კი აგვისტოდან დაიწყება.