აბიტურიენტებს გამოცდის მიმდინარეობისას პირბადის მოხსნა შეეძლებათ. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, აბიტურიენტი საგამოცდო ადგილზე პირბადით მივა, დაჯდება მერხთან, რომელიც დეზობარიერით იქნება უზრუნველყოფილი და უშუალოდ გამოცდის ჩაბარებისას მას უკვე შეეძლება, რომ პირბადე მოიხსნას.
გახარიას განცხადებით, ამის საშუალებას მერხებს შორის დაცული დისტანცია იძლევა. გარდა ამისა, მისივე ინფორმაციით, თუ საგამოცდო ოთახში ტემპერატურა 30 გრადუსს მიაღწევს, შესაძლებელი იქნება კონდიციონერის ჩართვა.