შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გამოქვეყნება დაიწყო. რამდენიმე წუთის წინ ცენტრისვებ-გვერდზე უნარების გამოცდის შედეგები გამოქვეყნდა. აბიტურიენტებს შეუძლიათ პირადი ნომრითა და საიდენტიფიკაციო კოდის გამოყენებით, რომელიც მათ ბარათზეა მითითებული, შევიდნენ და გაიგონ ქულები. ასევე, შეუძლიათ მოკლე ტექსტური შეტყობინება გაგზავნონ ნომერზე 93333 და მიიღონ აღნიშნული ინფორმაცია. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით აბიტურიენტების 12,9% - მა უნარების გამოცდაში მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახა.