აბასთუმნის ტყეში ავიაციამ მუშაობა დროებით შეაჩერა. შს მინისტრის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ვერტმფრენების გამოყენების აუცილებლობა აღარ არსებობს. გიორგი მღებრიშვილმა აღნიშნულის შესახებ ზეკარის უღელტეხილზე განაცხადა, სადაც მინისტრმა მედიის წარმომადგენლებს ხანძრის ადგილზე არსებული ვითარება გააცნო.