აბასთუმნის ტერიტორიაზე დაკვამლიანება აღარ არის და ხანძარი სრულად ლოკალიზებულია, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა აბასთუმანში ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ვერტმფრენით მთლიანი ზონის საკონტროლო შემოფრენა მოხდა. ცეცხლის კერებამდე ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკის მისაყვანად, სხვადასხვა მიმართულებით, ჯამში, 6 კილომეტრამდე სიგრძის გზა გაიჭრა.ამჟამად ხანძრის ღია კერები არ ფიქსირდება. მიმდინარეობს ნიადაგის პრევენციული დამუშავება. ადგილზე რჩება ცოცხალი ძალა და ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკა.