აბაშის რაიონისა და მიმდებარე სოფლებს წყალი რამდენიმე დღეა არ მიეწოდება, როგორც წყალმომარაგების კონპანიაში აცხადებენ ადგილობრივ მუნიციპალიტეტთან ერთად, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს მუშაობა წყლის მიწოდების აღდგენისთვის. წყლის დაზიანებული ქსელის აღსადგენად ტექნიკური და საავარიო ჯგუფები, შესაბამის სამახურები მესამე დღეა მუშაობენ. აბაშის მუნიციპალიტეტის სტაბილური წყლის მიწოდებისთვის სისტემების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სამუშაოების დროს ქსელი დაზიანდა, რამაც წყლის ამღვრევა გამოიწვია. გამომდიანრე აქიდან მოსახლეობას წყლის მიწოდება შეუწყდა. ექსპერტები არსებული პრობლემის აღმოფხვრას უახლოეს დროში ვარაუდობენ.