აბაშაში სიმინდის მასივების მფლობელებს ფაროსანასთან ბრძოლის სახელმწიფო სტრატეგია გააცნეს. შეხვედრა აბაშის კულტურის სახლში გაიმართა, რომელსაც პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თასვმჯდომარე , სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული , სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე და აბაშის მუნიციპალიტეტის მერი ესწრებოდნენ. სახელმწიფო შეწამვლით ღონისძიებებს დიდ საყანე ფართობებზე ჩაატარებს, თუმცა, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მავნებლის წინააღმდეგ ბრძოლაში მნიშვნელოვანია თითოეული ფერმერის აქტიური ჩართულობაც.