მეტრო "ისანთან" ავტომობილის ძრავის აალების შედეგად, ქეთევან წამებულის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა რამდენიმე წუთის განმავლობაში შეფერხებით ხორციელდებოდა, რამაც მიმდინარე ქუჩებზე საცობი გამოიწვია. ადგილზე 1 სახანძრო ბრიგადა და საპატრულო ეკიპაჟი იყო მობილიზებული.როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა და არც სხეულის დაზიანება მიუღია.
კადრები: თაია არდოტელი