დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, A და B კატეგორიის ტაქსის მძღოლების ორ კვირაში ერთხელ სავალდებულო PCR ტესტირება იწყება.
როგორც კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, შესაბამისი გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო. მერის თქმით, იყო ფაქტები როდესაც კოვიდინფიცირებული მძღოლები მგზავრთა მომსახურებას აგრძელებდნენ, კალაძე ვარაუდობს რომ მათთან ვირუსი უსიმპტომოდ მიმდინარეობდა და ისინი ავადმყოფობის შესახებ ინფორმირებულები არ იყვნენ.