ქართველი მოკრივე, ავთანდილ ხურციძე ნიუ-იორკის სასამართლომ წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნო. ამ დროისთვის სასჯელის ზომა უცნობია, საქმეში კიდევ ერთი ეჭვმიტანილი ე.წ კანონიერი ქურდი ფიგურირებს.საქმე ეხება კრიმინალურ დაჯგუფებას რომელსაც ხელმძღვანელობდა რაჟდენ შულაია და ამ დაჯგუფებაში ქართველი მოკრივეც ფიგურირებდა .ავთანდილ ხურციძეს სასამართლო არალეგალურ ვაჭრობას და განსაკუთრებით დიდი ოდენობით თაღლითობას ედავება . 39 წლის ხურციძე, რომელსაც კრივში 33 მოგება, ორი ფრე და ორი მარცხი აქვს, ნიუ-იორკში გასული წლის ივლისში, ე.წ. რუსული მაფიის საქმეზე დააკავეს. წინასწარი ინფორმაციით, ხურციძეს 40 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელის.