ნაძალადევში ავარია მოხდა - ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო და სახანძრო - სამაშველო მანქანები - Palitra News

ნაძალადევში ავარია მოხდა - ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო და სახანძრო - სამაშველო მანქანები

2018-06-17 13:14:05+04:00

წუხელ ნაძალადევში ავარია მოხდა. BMW მარკის ავტომობილი ამავე მარკის ავტომობილს დაეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. თვითმხილველის ინფორმაციით, ავტომობილების მძღოლები მსუბუქად დაშავდნენ. შეჯახების დროს ერთ -ერთ ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა.გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ეთი მძღოლი ავტომობილს არაფხიზელ მდგომარეობაში მართავდა. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო და სახანძრო-სამაშველო მანქანები. ავარიის შედეგად დაზიანებული ავტომობილები საჯარიმო სადგურზე გადაიყვანეს. საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება .