ზაზა სარალიძის გამოკითხვა შინაგან საქმეთა სამინისტროში გაგრძელდება. მოკლული მოზარდის მამა უწყებას კიდევ ერთხელ მიაწვდის დეტალურ ინფორმაციას შვილის საქმესთან დაკავშირებით. წინა შეხვედრაზე სარალიძემ გამომძიებლებს კონკრეტული ადამიანების ვინაობა დაუსახელა, ვინც მისი ინფორმაციით, მკვლელობაში მონაწილეობდა ან დამნაშავეებს ხელს აფარებდა. სარალიძე ძალოვან უწყებაში ადვოკატთან ერთად მივა.