მარნეულის მერს 5-დან 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება - Palitra News

მარნეულის მერს 5-დან 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება

2018-06-13 15:41:18+04:00

მარნეულის მერს თემურ აბაზოვს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, 5-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. პროკურატურის ინფორმაციით, თემურ აბაზოვი დაკავებულია საქართველოს სსკ-ს 1443 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით, რაც ისჯება თავისუფლების აღკვეთით 5-დან 10 წლამდე ვადით.საქართველოს პროკურატურა მარნეულში მოქალაქის მიმართ განხორციელებულ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე ინფორმაციას ავრცელებს.