გიო ხუციშვილს ხვალ საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალავენ - Palitra News

გიო ხუციშვილს ხვალ საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალავენ

2018-06-13 15:37:54+04:00

მომღერალსა და მსახიობს გიო ხუციშვილს ხვალ, საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალავენ. გიო ხუციშვილის პანაშვიდი ფალიაშვილის 64–ში დღეს, 16:00 საათზე გაიმართება. 14 ივნისს 15:00 საათზე, კი მას საბურთალოს ეკლესიიდან გამოასვენებენ და საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალავენ. გიო ხუციშვილი მძიმე ავადმყოფობის შედეგად 56 წლის ასაკში გარდაიცვალა. 29 მაისს თბილისის საკონცერტო დარბაზის წინ მომღერლის ვარსკვლავი გაიხსნა.