მარნეულის მერი არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე დააკავეს - სკანდალური საბოდიშო ვიდეო, აქციაზე ივანიშვილისა და აბაზოვის შეგინებისთვის - Palitra News

მარნეულის მერი არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე დააკავეს - სკანდალური საბოდიშო ვიდეო, აქციაზე ივანიშვილისა და აბაზოვის შეგინებისთვის

2018-06-13 11:16:04+04:00

მარნეულის მერი თემურ აბაზოვი დააკავეს. ინფორმაცია პროკურატურაში ადასტურებენ. მისი დაკავება მარნეულის მკვიდრის მიმართ არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტს უკავშირდება, რომელზეც საქართველოს პროკურატურა გამოძიებას აწარმოებს. როგორც პროკურატურის პრესსამსახურში განაცხადეს, მომხდარზე გამოძიება ჯგუფურად განხორციელებული არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 1443 მუხლის მეორე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით მიმდინარეობს. სტუდია „მონიტორმა“ ვიდეომასალა გამოაქვეყნა, სადაც მამაკაცი, რომელმაც პარლამენტთან აქციაზე ბიძინა ივანიშვილს და მარნეულის მერს სიტყვიერ შეურაცხყოფა მიაყენა ბოდიშს იხდის და სახეზე შარდს ისვამს.

იხილეთ:

ბრიფინგი პროკურატურაში მარნეულის ინციდენტზე: უწყება ასაჯაროებს საქმის დეტალებს, რომელშიც აბაზოვთან ერთად, დეპუტატი აზერ სულეიმანოვიც ფიგურირებს

-