მოსაშვილის ქუჩაზე სროლა იყო -კრიმინალისტებმა შემთხვევის ადგილიდან ტყვიის 9 მასრა ამოიღეს - Palitra News

მოსაშვილის ქუჩაზე სროლა იყო -კრიმინალისტებმა შემთხვევის ადგილიდან ტყვიის 9 მასრა ამოიღეს

2018-06-12 21:37:38+04:00

თბილისში, მოსაშვილის ქუჩაზე, ვაკის პარკის მახლობლად სროლა იყო, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თვითმხილველმა აცნობა.მისი ინფორმაციით, ერთ-ერთი მოქალაქე მანქანის მიმართულებით ისროდა. „შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოში შემოვიდა შეტყობინება თბილისში, ი. მოსაშვილის ქუჩაზე მომხდარ სროლის ფაქტთან დაკავშირებით. აღნიშნულ ქუჩაზე ოპერატიულად გამოცხადდნენ პოლიციის თანამშრომლები და ექსპერტ-კრიმინალისტები.პოლიციამ შემთხვევის ადგილის მიმდებარე პერიმეტრი დაიცვა, ექსპერტ-კრიმინალისტებმა კი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ტყვიის ცხრა მასრა ნივთმტკიცებად ამოიღეს, რომლებზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა. გასროლის შედეგად არავინ დაშავებულა. გამოძიების ფარგლებში, პოლიციის მიერ მიმდინარეობს ფაქტის თვითმხილველთა გამოკითხვა“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.