ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამის, ზაზა სარალიძის გადაწყვეტილებით, პარლამენტთან აქცია ერთი კვირით შეწყდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სარალიძემ პარლამენტთან შეკრებილ მოქალაქეებს პირადად გააცნო.მანამდე სარალიძე პარლამენტში იმყოფებოდა, სადაც საგამოძიებო კომისის წევრებს შეხვდა.