მოზარდი, რომელსაც საპატრულო ეკიპაჟის ავტომობილი დაეჯახა, თბილისის რეფერალურ ჰოსპიტალში რჩება. 13 წლის მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ჰოსპიტალის წარმომადგენლის თქმით, მოზარდს ჩაუტარდა სრული ტომოგრაფიული გამოკვლევა, რომლის შედეგადაც დადგინდა, რომ ორგანოებისა და სისტემების რაიმე დაზიანება არ აღინიშნება. პაციენტს კანის საფარველი აქვს დაზიანებული მუხლებზე, ხელებსა და გვერდზე. მოსკოვის გამზირზე, საპატრულო ეკიპაჟის ავტომობილი ქვეითად მოსიარულე მოზარდს დაეჯახა. მომხდარზე გამოძიება 276–ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.
იხილეთ:
საპატრულო ეკიპაჟის ავტომობილი ქვეითად მოსიარულე მოზარდს, სავარაუდოდ, ზებრაზე დაეჯახა