დეკანოზი შიო მენაბდე, რომლის შვილიც ხორავას საქმის ერთ-ერთი მოწმეა, განცხადებას ავრცელებს - Palitra News

დეკანოზი შიო მენაბდე, რომლის შვილიც ხორავას საქმის ერთ-ერთი მოწმეა, განცხადებას ავრცელებს

2018-06-05 12:09:01+04:00

თქვა, თითქოს ვცდილობ ჩემი შვილის პროცესებისგან განრიდებას და ამ საქმეში ეკლესიის გავლენასაც ვიყენებ. ასეთი რამ ჩემთვის, როგორც ქრისტიანისთვის, მითუმეტეს, სასულიერო პირისთვის, ყოვლად მიუღებელია - ამის შესახებ დეკანოზი შიო მენაბდე, რომლის შვილიც ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის ერთ-ერთი მოწმეა, „ფეისბუქში“ განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ მისი შვილი ტრაგედიის პირველივე დღიდან თანამშრომლობს გამოძიებასთან. ამასთან დეკანოზის თქმით, იმ შემთხვევაში თუ ობიექტური გამოძიებით მისი შვილის ბრალეულობა დადასტურდება, მან ჩადენილი დანაშაულის გამო, კანონის შესაბამისად, აუცილებლად უნდა აგოს პასუხი.