არიზონას უნივერსიტეტის ფსიქოლოგმა მიხეილ მელჰიმ გადაწყვიტა... ჩაეტარებინა კვლევა და გაერკვია კაცები უფრო მეტს ლაპარაკობენ თუ ქალები... მეცნიერმა 396 მოხალისისგან (210 ქალი და 186 მამაკაცი) ჯგუფი შეადგინა, თითოეული მოხალისე ელექტრონული ჩამწერი მოწყობილობით აღჭურვა და მათზე დაკვირვება დაიწყო. „ექსპერიმენტის შედეგით ფსიქოლოგი გაკვირვებული დარჩა, რადგან ის საყოველთაოდ აღიარებულ სტერეოტიპს ეწინააღმდეგებოდა. ქალების ფოკუს-ჯგუფის წევრები დღეში 16 215 სიტყვას წარმოთქვამდნენ, მამაკაცები ოდნავ ნაკლებს - 15 669, თუმცა ლაყბობის აბსოლუტური რეკორდი მამაკაცებს ეკუთვნოდათ. ყველაზე სიტყვაძუნწი მამაკაცი დღეში 795 სიტყვას წარმოთქვამდა, ყველაზე ყბედი კი - 47 000 სიტყვას, რაც ყველაზე სიტყვაუხვი ქალის მაჩვენებელსაც კი მნიშვნელოვნად აღემატება…".