კახა კალაძე მემანქანეების გაფიცვაზე: გამოდიან და შანტაჟის ენით გველაპარაკებიან - Palitra News

კახა კალაძე მემანქანეების გაფიცვაზე: გამოდიან და შანტაჟის ენით გველაპარაკებიან

2018-06-04 10:29:09+04:00

დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, ამ ეტაპზე თბილისის მეტროპოლიტენის მემანქანეებისთვის ხელფასის 45%-ით გაზრდა შეუძლებელია. ამის შესახებ მან ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა. მისი განმარტებით, ის ფაქტი, რომ მემანქანეები იფიცებიან, შანტაჟის ენით საუბარს ნიშნავს.

მისივე თქმით, დედაქალაქის მერია ისეთ გადაწყვეტილებას არ მიიღებს, რომელიც ქალაქს დააზიანებს. ამასთან, დედაქალაქის მერის განცხადებით მემანქანეებს გაფიცვის კანონიერი უფლება არ აქვთ და იმ შემთხვევაში თუ მაინც გაიფიცებიან, თბილისის მთავრობა კანონის ფარგლებში .

იხილეთ: მემანქანეების გაფიცვის გამო ყველა მეტროსადგური დაკეტილია - რა წარწერა დახვდათ მეტშოში ჩასულ მგზავრებს?